,,არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – ქართველებმა აქცია ისრაელშიც გამართეს

ემიგრანტებმა აქცია გამართეს ისრაელშიც. თელ-ავივში მოქალაქეები  საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ,,ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდეს უკან გაიწვიოს კანონი, შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა.

,,მთავარი მოთხოვნა არის საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ გაიწვიოს ეს კანონი და შეწყდეს ბრძოლა ქართველი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ უცხოეთში და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული ქართველები მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი თემები