ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოსაბრუნისა და პერევის საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სოფლების, მოსაბრუნის, იგივე რაზდახანი და პერევის საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტეს – ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდვები 24- 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„ამ კუთხით სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხე რჩება სხვადასხვა სახის პროვოკაციების გზით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები