რუსეთის პატრიარქმა კირილმა პუტინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და “ვაგნერის” დაჯგუფების წევრებს, დაფიქრებისკენ მოუწოდა.
“როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილების მიზნით,” – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.