,,საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის”- ზურაბ აზარაშვილი

,,საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შეიზღუდება და ინ ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

,,ხშირ შემთხვევაში, გვქონდა მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, სამწუხარო ფაქტები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერების, ისე სუროგაციის შემთხვევაში, ასვე დიდი რისკები ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით. არის სპეკულაციები, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში რაღაც კანონმდებლობა არსებობს, ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება, ამის მიუხედავად, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში. იქ, სადაც ამ ბავშვის გაშვილების, რეალურად, გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ, სადაც სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა. ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები