,,ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმებს, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს”- სი ძინპინი

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმებს, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს ბალიში“, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ორ სახელმწიფოს „მართალი და სიღრმისეული დისკუსია ჰქონდათ“ და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება „ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას“.

„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“,- აღნიშნა სი ძინპინმა.

 

მსგავსი თემები