უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ  სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი თემები