,,პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს უნივერსიტეტი”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ” პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს”. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობრივ ქმედებებზეა გადასული.

,,ხელისუფლება, რომ გადასულია ძალადობრივ ქმედებებზე, ოღონდ დღეს საზოგადოებაში უნდათ გააჩინო, როგორი მაგრები და ბატალურები არიან არადა რეალობაში პოლიტიკაში, რომ არ ვარგიან, პუტინს რომ მიჰყიდეს და რუსეთს სული, ამასობაში არც ქუჩაში არ ვარგა  ეს ხალხი, პირდაპირ ვთქვათ, რომ 10 და 15 კაცი, რომ მიესევა ახალგაზრდა ადამიანს და გალახავს ეს არსად არ წერია, მითუმეტეს, როცა შემდეგ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს უნივერსიტეტი, მათ შორის არასტუდენტი ზონდერების დაჯგუფებები და ბანდფორმირებები ჰყავთ ჩამოყალიბებული. ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება წავა ყველაფერზე და აუცილებლად ეს ხალხი ესვრის ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ლიდერს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ნაბიჯ-ნაბიჯ როგორც პუტინის რეჟიმი იქცევა, ისევე იქცევა ბიძინა ივანიშვილი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები