,,თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ საომარ პროცესებში ჩართვას, არ ნიშნავს, რომ პუტინთან ვახლობლობთ”- გია ვოლსკი

,,თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ საომარ პროცესებში ჩართვას, არ ნიშნავს, რომ პუტინთან ვახლობლობთ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ  განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა the Guardian-ის გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით: ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ მაშინ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან”

,,რეალობა არსებობს ის, რომ საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს არ უკავშირდება მარტო უკრაინის მიმართულებას. რეალობაა ისიც, რომ უკრაინას თავისი ინტერესების გამო ევროპაში რუსული გაზი გადააქვს იმ რაოდენობით, რომელიც 4-ჯერ აღემატება საქართველოს მთელ საქონელბრუნვას რუსეთთან. უკრაინას გადააქვს, აქედან გამომდინარე, ეს უკრაინის ინტერესია. ჩვენ თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ გამწვავებას, მით უმეტეს საომარ პროცესებში ჩართვას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პუტინთან ვახლობლობთ”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები