„სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი“ – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჯაფარიძე ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას.

„კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს. ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას,  ვინაიდან, მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი. ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.

თავს ესხმიან ზურას? – ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში.

სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი.

ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია.

ი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები