მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება. აქციას უერთდებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, კურიერები.

მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, 14 დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა. 40 მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

 

მსგავსი თემები