დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

დეპუტატი ეკა სეფაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

„ჩვენ მივესალმებით რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას და მის სულისკვეთებას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და სხვა კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში. სამიტი წარმატებული იყო, მოახერხა რა სახელმწიფოს მეთაურების უმეტესობის დასწრება. ახლა საბჭო განიცდის დაფინანსების დეფიციტს. იმედია, დაფინანსების მოზიდვა შედეგს გამოიღებს. ამ მხრივ ჩვენ გვაინტერესებს სად იქნება მიმართული ეს დამატებითი ფინანსები მიმართული? რა იქნება ამ მოზიდული სახსრებით დაფინანსებული საქმიანობა? ხომ არ გეგმავს ორგანიზაცია უფრო მეტი დახარჯოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე , რომელიც ასახავს საბჭოს საქმიანობას?”, – ასე მიმართა ეკა სეფაშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართველ დეპუტატს რეიკიავიკის სამიტის შეფასებისთვის და პასუხად აღნიშნა, რომ დამატებითი სახსრები სამიტის დეკლარაციის პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია 19-23 ივნისს სტრასბურგში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები