ჭიათურელი მაღაროელები პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაათენებენ. მაღაროელების განმარტებით, თბილისში შიმშილობას ჯერ არ იწყებენ.  ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

მსგავსი თემები