,,პროგრესი ნამდვილად არის, დამოუკიდებლადაც გადაადგილდება”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, სააკაშვილს პროგრესი აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილდება.

,,სტაბილურია მისი მდგომარეობა. პროგრესი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად არის. პაციენტი უფრო გააქტიურებულია, უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაციები. დამოუკიდებლადაც გადაადგილდება, იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება,” – აცხადებს ზურა ჩხაიძე.

 

მსგავსი თემები