ბიუროს ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს მთავრობა განსაზღვრავს, ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოსაკრებლის ოდენობა კი 2 000 ლარი იქნება.

სამნიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი.

მსგავსი თემები