ჩინეთი პირობას დებს, რომ არ მიაწვდის იარაღს რუსეთს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ამერიკული მხარე, რომ ისინი არ აწვდიდნენ და არ აპირებენ რუსეთს ლეტალური იარაღი მიაწოდონ.

მისი თქმით,  უხარია ჩინური მხარისგან ასეთი გარანტიების მიღება და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ გარანტიებს უარყოფს.

,,თუმცა, ჩვენ მუდმივად ვღელავთ ჩინური ფირმების გამო – კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ტექნოლოგია, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში აგრესიის წინსვლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ მხრივ”, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები