,,მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება”- ოლაფ შოლცი

მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია ემზადება ომის გაგრძელების საშიშროებისთვის.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. გერმანიამ ბევრი გააკეთა, რათა ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები გაზრდილიყო. რაც გვაერთიანებს, არის ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრის დაცვის გადაწყვეტილება“,- განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები