,,მტერს ჩვენს ტერიტორიაზე გავანადგურებთ”- პოდოლიაკი

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსული საოკუპაციო ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ აზრი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმას.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს ომს უკრაინაში.

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე გაანადგუროს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი (საბრძოლო) ინსტრუმენტები, უფრო მეტი გვსურს და გვინდა, ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმის აზრს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

 

მსგავსი თემები