უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის, დარია გერასიმჩუკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთიდან 373 ბავშვი დაიბრუნა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთში იძულებით დეპორტირებულია 19 499 ბავშვი, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, 200-300 ათასს აღწევდეს.

„ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ ციფრს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები – არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

 

მსგავსი თემები