ვალერი ზალუჟნი – დეოკუპაციის ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციის ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება.

მისი განცხადებით , რუსეთი უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთას ცდილობს, თუმცა უკრაინელები წინ მაინც მიიწევენ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ სერხიი შაპტალასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობდით იმ ჯარების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც ასრულებენ ურთულეს დავალებებს იმ ადგილებში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მიუხედავად ოკუპანტების სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ტერიტორიის გასათავისუფლებლად. ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. მადლობა ყველას, ვინც გამარჯვებას გვაახლოებს“, – აცხადებს ზალუჟნი.

მსგავსი თემები