,,როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას? რა თქმა უნდა, მიუღებელია”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა კატეგორულად მიუღებელია, მათ შორის, ის აგრესია, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერ ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. „არაერთხელ მითქვამს და კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც, იმიტომ, რომ ნახეთ, ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება: როდესაც ახალგაზრდა ადამიანს აქვს მცდელობა, დაწვას, ისროლოს მოლოტოვის კოქტეილი, მას კონკრეტული ტელევიზიები და პოლიტიკურ პარტიები ასაღებენ გმირად. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი მძიმე დანაშაული, გამოყავთ გმირად, ყოველ შემთხვევაში, აქვთ ამის მცდელობა.…

მეტი...

„სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს ყოფილა დაშორებული”- კახა კალაძე

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, ხოლო ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საზოგადოების თვალის ასახვევად დანიშნეს. „სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს ყოფილა დაშორებული. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ თვალის ასახვევად დანიშნეს. ყველა კარგად ხვდება ვინ არის პარტიის შემქმნელი თუ რიგითი წევრი. სააკაშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მან ამაზე თავად თქვა უარი. ეს ცალკე განხილვის საგანია. ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს რომ დგამს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით,…

მეტი...

იტალიაში კბილის პროთეზების წებოს ქურდობისთვის  ქართველი დააკავეს

იტალიის ქალაქ სორენტოში, 24 წლის საქართველოს მოქალაქემ კბილის პროთეზის წებო მოიპარა. საქართველოს მოქალაქე უკვე დაკავებულია, 260 ევროს ღირებულების წებო მოიპარა. იტალიური მედიის ინფორმაციით,  მამაკაცი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.  

მეტი...

მოსკოვში ცენტრალური მექანიკური სარემონტო ქარხანა იწვის

მოსკოვში ცენტრალური მექანიკური სარემონტო ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ოთხსართულიანი შენობა სავარაუდოდ “რეკონსტრუქციის პროცესშია”. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

მეტი...

,,რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?”- მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  გადაიდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმიანება თავად მიხეილ სააკაშვილი და წერს, რომ დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვეა. ,,მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს! დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას. „სასამართლო“ გადადეს…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო, რომელიც ხორციელდება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბები, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოში სასმელი წყლის საკითხებზე. დებატების ტურნირის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართება. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისათვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თემურ ლოჩოშვილმა წყალმომარაგების რეგულირების საკითხები გააცნო პროექტის 800-ზე მეტ მონაწილეს, რომლებშიც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. წყალმომარაგების საკითხებზე მოდებატეთა…

მეტი...

„სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება”- ირაკლი კობახიძე

„სააკაშვილის, დავარქვათ, გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას. ,,მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო თავიდან ბოლომდე 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია, საზოგადოებას უმტკიცებდნენ, ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა. თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცბად ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს არის ცარიელი სიმულაცია, იყო ცარიელი სპეკულაცია, თუმცა 600 დღის…

მეტი...

ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში მყოფ სტუმრებს ქალმა აივნიდან წყალი გადმოასხა

ვაკეში მდებარე „ლუი კოფის“ სტუმრებს კორპუსის მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა წყალი გადმოასხა. როგორც კაფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეზობელს ადგილზე, სადაც “ლუი კოფი” მდებარეობს, თავისი კაფეს გახსნა სურს. ,,ჩვენი დევნა მეზობელი ქალბატონის მხრიდან კვლავაც გრძელდება. დღეს, 0:30 სთ-ზე მან საკუთარი ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოღვარა ჩვენი სტუმრების თავზე, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ. მიაქციეთ ყურადღება: სამი მცირეწლოვანი ბავშვის იქ ყოფნამ დამნაშავე ვერ შეაჩერა. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან. შესაბამისი განცხადებები უკვე შეტანილია სამართალდამცველ ორგანოებში. სხვათა შორის, ამ ქალბატონმა ჩვენს სტუმრებს 29.05.2022 წელსაც გადმოასხა თავზე წყალი. მართალია განცხადება, ასევე განცხადება პოლიციელთა უმოქმედობაზე მაშინაც…

მეტი...

,,თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ”- ირაკლი კობახიძე

,,თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც პოზიციებზე გამწესებული არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, „პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამწესებული საკუთარ პოზიციებზე. თსუ-ში მაგალითად არის ადამიანი,…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიდ დიღომში, 5-6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიდ დიღომში, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 5-6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და ოდნავ მოშორებით, უსაფრთხო არეალში დააბრუნეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ჩვენ მკვლელების იარლიყი არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული”- ნინო ნადირაძე

,,ჩვენ მკვლელების იარლიყი არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული,” – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.  მისი თქმით, კლინიკის თანამშროლმებზე წნეხი იყო. „ჩვენ მივყვებოდით ჩვენს მიზანს, რომ პაციენტისთვის ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო და დღესაც ასეა. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებზე ვაგებდით პასუხს. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებს ვამტკიცებდით შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით. დარწმუნებული ვიყავით ჩვენს სიმართლეში, თუმცა არასდროს გვეთაკილებოდა სხვისი აზრების მოსმენა-გაზიარება, მაგრამ ეს „სახალხო არტისტები“ ჩვენთან რომ მოდიოდნენ, არავინ განსაკუთრებულს არ გვეუბნებოდა. პირიქით, არასწორ მხარეს, არასწორი მიმართულებით მივყავდით და არანაირი მხარდაჭერა სამედიცინო კუთხით ჩვენ…

მეტი...

„პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია”- გურამ მაჭარაშვილი

”ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური. მისი თქმით, ”პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, წარმოადგინოს და ის უპირობოდ დაამტკიცოს”. „პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური. როცა ამბობს, რომ ზეპარტიულია და შუამავლობის ამბიცია აქვს, ეს არა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა მას სჭირდება, არამედ მაშინ, როცა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ასრულებს და კანდიდატურებს წარადგენს. რომელ ქვეყანაშია ისე, რომ კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციებს არ მართავს? – პრეზიდენტის წინააღმდეგ არავინ ილაშქრებს. პარლამენტი ვალდებული არ…

მეტი...

ზუგდიდში კაცი თევზაობის დროს დაიღუპა

ზუგდიდში მამაკაცი თევზაობის დროს დაიღუპა.   სოფელ ჩხორიაში, მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ელექტროდენის გამოყენებით ცდილობდა თევზაობას. რა დროსაც მას დენმა დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

დიანა ღურწკაიამ მოსკოვი დატოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, დიანა ღურწკაიამ მოსკოვი დატოვა. მედიის ცნობით, მომღერალი  ქმრის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია. მედიის ცნობით, ახლობლებმა დაარწმუნეს მომღერალი დროებით დაეტოვებინა მოსკოვი სიტუაციის შესაცვლელად. ცნობისთვის, დიანა ღურცკაიას ქმარი, 46 წლის პიოტრ კუჩერენკო, რომელიც რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ფრენის დროს გარდაიცვალა.

მეტი...

შვედეთი არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი აღიარებს, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო თავდასხმა განახორციელოს ქვეყანაზე. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ შვედურ ტელეკომპანია SVT-ზე დაყრდნობით იუწყება. ორშაბათს გამოქვეყნებულ საპარლამენტო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული. ,,რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენა მაღალი მიდრეკილება პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება,”- ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ასახავს შვედეთის თავდაცვის ახალ დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით…

მეტი...

,,სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?!”- მაღაროელი

ჭიათურაში 14 დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა. გაფიცული მაღაროელები პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს. ,,გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ…

მეტი...

გასული დღის განმავლობაში, მტერთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 18 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ცნობით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია. „დღეს ღამით რუსეთის ფედერაციამ მორიგი დარტყმა განახორციელა უკრაინაზე რაკეტებით და ირანის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით. ინფორმაცია ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება. გასული დღის განმავლობაში მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 100-ზე მეტი შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, ბავშვები, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია და…

მეტი...

გაფიცული მაღაროელები პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ

გაფიცული მაღაროელები პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს. ჭიათურაში 14 დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა რვა დასახლება გაათავისუფლეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით

ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა რვა დასახლება გაათავისუფლეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. ,,გასულ კვირას მტერმა განაგრძო წინსვლა ლიმანო-კუპიანსკის, ავდიივსკის და მარინსკის მიმართულებით. ჩვენი მებრძოლების პროფესიონალიზმისა და გამბედაობის წყალობით ჩვენ არც ერთი მეტრი მიწა არ დავკარგეთ ამ მიმართულებით,”- განაცხადა მალიარმა. სამხრეთში, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასული კვირის განმავლობაში განხორციელდა შეტევა რამდენიმე მიმართულებით. „ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში, მითითებულ პერიოდში, „ტავრია“ OSUV-ის ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე, გენერალური პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით მტრის სიღრმეში…

მეტი...

ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა – ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ

რუსულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. “ბაზას” ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკის დაბომბვის შედეგად. მათივე ინფორმაციით, ასევე მოწმდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილი ქალის შესახებ. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი 7 გარდაცვლილი შესახებ იუწყება და მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მეტი...

„3 წელია ვუმკლავდები უშენობას”- გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო.“

მეტი...

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე – გაერო

გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ორგანიზაციის ცნობით, გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებთან ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანი მიწოდების შესახებ ყველა ადამიანისთვის, ვინც დაზარალებულია კახოვკას კაშხლის დამანგრეველი განადგურებით. ,,რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წვდომის შესახებ. გაერო გააგრძელებს ჩართულობას საჭირო წვდომის მოსაძიებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. დახმარებაზე უარის თქმა არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. გაერო გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია,…

მეტი...

პრეზიდენტმა შესაძლოა ნიკა გვარამია შეიწყალოს – რას წერს ნანა კაკაბაძე?

,,არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილმა, პატრიარქთანაც მოინდომოს შეხვედრა. ეს შეხვედრა ბოროტად გამოიყენოს და ვიზიტის შემდეგ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის (სავარაუდოდ ნიკა გვარამიას) შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადოს,”- ამის შესახებ  ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. კაკაბაძის თქმით,  ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია და პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე. ,,იმის გათვალისწინებით, რომ მადამ პრეზიდენტი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გააქტიურდა თავის გამოჩენის დაუოკებელი სურვილით, დასავლეთს უმტკიცოს, ხელისუფლება ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და მხოლოდ თვითონაა პროდასავლელების ერთადერთი იმედი; ამასთან შინ თუ გარეთ ფსევდო ლიბერალური კლასტერისგან სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები პოლიტიკურ პატიმრებად შერაცხული კრიმინალების გათავისუფლების…

მეტი...

,,აბა ვნახოთ თუ გაბედავენ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”- მიხეილ სააკაშვილი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  გაიმართება. ჩაერთვება თუ არა თავად ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე, ამ ეტაპზე უცნობია. ,,აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას” – წერს მიხეილ სააკაშვილი.    

მეტი...

,,არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული!“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,   ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული. „რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი „პატრიოტები“ გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული!“ – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 16 ივნისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, კიევის მახლობლად „პატრიოტის“ ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა.

მეტი...

ინდოეთში სიცხის გამო, თითქმის ასი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატებში, უტარ-პრადესა და ბიჰარშიბოლო სამი დღის განმავლობაში უკიდურესი სიცხის გამო 98 ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 400 ადამიანი  რაიონულ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ბალიას რაიონში შაბათს დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 43 გრადუსი ცელსიუსით. ბიჰარის დედაქალაქ პატნამ პარასკევს დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 44,7 გრადუსი ცელსიუსით დანარჩენ 11 რაიონში ტემპერატურამ 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. მცხუნვარე ზაფხულის გამო ბევრმა შტატმა გაახანგრძლივა საზაფხულო არდადეგები სკოლებში. გასულ წელს სამედიცინო ჟურნალის The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ინდოეთში სიცხის გამო გამოწვეული სიკვდილიანობა 55%-ით გაიზარდა 2000-2004 და 2017-2021 წლებში.  

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

მეტი...

ესპანეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

ესპანეთში, მალაგაში, ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად, 3 თვით ქირაობდნენ ბინებს და თავს ტურისტებად ასაღებდნენ. ქართველები სახლის გაძარცვის მიზნით, ძირითადად საკეტებს ტეხდნენ. ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა და ტექნიკა, რომლებსაც, მძარცველები შავ ბაზარზე გასაყიდად ამზადებდნენ.  

მეტი...