ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს – კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს.

კაია კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმად, რუსეთს უკრაინასთან ზავის შემთხვევაში, 3-5 წელის დასჭირდება, რათა სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განაახლოს.

,,ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს. ამიტომ, სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს… რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტი ანგარიშვალდებულებაა. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე”, – განაცხადა კალასმა.

 

მსგავსი თემები