„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ”- ბადრი ესებუა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს. „დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი“, – განცხადა ესებუამ სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.      

მეტი...

,,ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ, მშვიდობა უალტერნატივოა”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისთვის სიმშვიდის შენარჩუნება უალტერნატივოა.  ის მედიასთან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, დასავლური კლუბის მიერ თურქეთის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „რეგიონში რთული ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის ომი. კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ. ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც. ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის…

მეტი...

,,მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა. „მეტროში პლაკატების გაკვრაზე დაკავშირებით არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა…

მეტი...

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ომისთვის ემზადება – მედია

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ომისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა. როგორც მედია წერს, ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა ახალი სამხედრო მზადყოფნის შესახებ კანონები, ახალი საჰაერო თავშესაფრები ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი “ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის” ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2 პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

მეტი...

,,უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს”- გიული ალასანია

,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი მზად არის, რომ საქმე სტრასბურგში გასაჩივრდეს. „უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან გამოცდილება ურთიერთობის არ მქონია და იმედია არასდროს აღარ მექნება. მე ერთი რამ…

მეტი...

,,იპოვეს სუფსაში, დამხრჩვალი”- მამაკაცი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ჩოხატაურში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. “იპოვეს სუფსაში, დამხრჩვალი”,- განუცხადა“გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობელმა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ცალკე შეხვედრები…

მეტი...

ქუთაისში, ავტობუსში ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, ავტობუსში ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გარდაცვლილი 70 წლამდე ქალია. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მეტი...

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ვრცელს პოსტს აქვეყნებს. ,,გასრულდა ესე ამბავი. მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ…

მეტი...

,,ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან”- ლევან იოსელიანი

,,ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. ომბუდსმენმა უპასუხა კითხვას ხედავს თუ არა ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის ბრალეულობას. „ბრალეულობის საკითხს ჩვენ არ ვიხილავთ, ჩვენ ვიკვლევთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდოდ მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან,”- განაცხადა ლევან…

მეტი...

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა. მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის…

მეტი...

ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების ვიზიტი დღესაა დაგეგმილი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან დღეს შევლენ. „ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია, ეს მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დელებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა იოსელიანმა. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მეტი...

„შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია”- მამუკა მდინარაძე

„შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, „პოსტივიმ“ გაუსწრო „მთავარ არხსაც“ კი და ამის შემდეგ დაიწყო კამპანია „პოსტივის“ და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. „სექსუალური შევიწროება- სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი მუხლი საერთოდ არ წერია, არ არსებობს. ძალადობა არსებობს, რომელსაც დამტკიცება სჭირდება. რამდენიმე წამით დავუთმოთ დრო ფაქტებს და არა შეფასებებს. თუ არ ვცდები, ორი თვეა, „პოსტივის“ კონკრეტული რეიტინგები იმდენად მაღალია, რომ მან გაუსწრო ნაცმეედიის ყველაზე პოპულარულ არხს, „მთავარ არხს“. ფაქტებია, რომ „პოსტივიმ“ გაუსწრო „მთავარ არხსაც“ კი და ამის შემდეგ დაიწყო კამპანია…

მეტი...

სავარაუდო ძალადობა მე-7 კლასელზე – ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. მასწავლებლის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.     წყარო: ”მთავარი არხი”

მეტი...

,,ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით”- მამუკა მდინარაძე

,,ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით,”-  ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,მათი (ოპოზიციის) გეგმაა კანდიდატის სტატუსის არ მიღება და ვერ მიღება, ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, რეკომენდაციების შესრულებით და ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და თუკი ისევ პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიმართ, ამასაც დაინახავს ქართული საზოგადოება და ვისი წვლილი იქნება ამაში, ამასაც კარგად ნახავენ”,- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.

მეტი...

ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით – დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს – ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოქალაქეთა…

მეტი...

,,შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი” – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მისთვის მიუღებელია. მისი თქმით, არ ახსენდება ”არც ერთი „ენჯეოს“, ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადება, როცა სალომე ზურაბიშვილზე ხდებოდა ფაშისტური შეტევა”. ,,მთავარია არავის არ ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ რას, თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს. არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა…

მეტი...

რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე – მამუკა მდინარაძე

,,რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე,”-   ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძემ უპასუხა კითხვას  რა მოლოდინები აქვს პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. ,,არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი, ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის, ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე,”- განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, იციან, რომ დარჩებიან წაგებულები”- კობახიძე სააკაშვილის საქმეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. „ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ვერ მი­ი­ღებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვენ მი­ტა­ნილ „ყიყლი­ყოს“, სა­ცი­ვს ვერ შე­ჭამს”- გიორგი ჩალაძე

,,სააკაშვილს რომ შე­ვუ­ტა­ნოთ სა­ცი­ვი, ვერ შე­ჭამს. უბ­რა­ლოდ, რას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ცი­ვის იქამ­დე მი­ტა­ნა? ისევ უკან უნდა გა­მო­ი­ტა­ნო, ვერ ჭამს ამ საჭ­მელს,”- ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ოჯახს ის საკვები მიაქვს, რომლის მიღებაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს. ,,ოჯახს მი­აქვს სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით შერ­ჩე­უ­ლი საკ­ვე­ბი, რომ­ლის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს. ასე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც მი­ვი­ტა­ნოთ, მაგ­რამ შე­უ­ტა­ნენ ამ ტე­ლე­ფონს? ზუს­ტად ასეა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­უ­ტა­ნენ და ვერ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვენ მი­ტა­ნილ „ყიყლი­ყოს“, ასე ვერ შე­ჭამს იმ საჭ­მელს, რო­მელ­საც ვერ ჭამს. მას რომ შე­ვუ­ტა­ნოთ სა­ცი­ვი,…

მეტი...

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, ჟურნალისტი ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. რუსეთის სპეცსამსახურის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ”- ერდოღანი

,,რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა,”- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, მათი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი…

მეტი...

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (4 934), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (103).

მეტი...

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა პირველი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- კულება

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას. კულებას თქმით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია. ,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის აწარმოებს კოლონიალურ ომს; მისი ლიდერი არის ომის დამნაშავე, რომელიც იძებნება ICC-ის მიერ ბავშვების გატაცებისთვის. მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“,- წერს დმიტრო კულება. 

მეტი...

სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა. როგორც თურქული მედია იტყობინება, მამაკაცის ქურთუკზე პათოლოგიური შეშუპება შენიშნეს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც 250 კუ იყო მოთავსებული. კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.

მეტი...

,,ეძებდნენ მიზეზს დევნის დაწყებისთვის, რამდენიც არ უნდა ქექოთ, ვერასდროს ნახავთ რაიმე მიზეზს”- სალომე სამადაშვილი

,,რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს,”- ამის შესახებ ,,ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილმა  თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელიც ნახატის დაკარგვას შეეხებოდა. „საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სექტემბერში წულუკიანმა დამადანაშაულა, რომ ბრიუსელში, ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ნახატი დაიკარგა. მან ბრალი დამდო, რომ ნახატის დაკარგვა დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. კულტურის სამინისტროსგან ინფორმაცია გამოვითხოვე და წულუკიანი ვალდებული იყო, ჩემთვის ორ კვირაში გაეცა პასუხი, თუმცა პასუხი მოვიდა ექვსი თვის შემდეგ, მეორედ…

მეტი...

,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე”- იაგო ხვიჩია

,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე, ამის პრობლემა არ არის. ალბათ ხვალ მსგავსი რაღაცები იქნება,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში ხვალ დაგეგმილ სალომე ზურაბიშვილის  გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  პრეზიდენტისგან საგარეო კურსთან დაკავშირებით ელოდება მოსაზრებებს. „ცხადია, რომ გაუთვალისწინებელი სიურპრიზებიც იქნება. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავისი თამაშით ითამაშოს და საზოგადოებას აჩვენოს, მისი აზრით რა არის სწორი და რა არასწორი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, გარდაიცვალა 49 118 ადამიანი – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 897 ბიჭი და  20 422 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით. 2022 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი) 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა და 49 118 შეადგინა.

მეტი...

აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:35 საათზე მოხდა. შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ენერგენიკული ბაზარი ივლისიდან გაიხსნება – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ განმარტა ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნის გადავადების მიზეზები და აღნიშნა, რომ სემეკმა ბაზრის მონაწილეებს შესასრულებლად დამატებითი ღონისძიებები განუსაზღვრა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრის გახსნა გადავადდა პირველ ივლისამდე,  რაც განპირობებული იყო რიგი მიზეზებით. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მზადყოფნა ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედების დღისთვის. აუცილებელია, რომ   ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ…

მეტი...

,,დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები”- თეიმურაზ კუპატაძე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში, ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირია დაკავებული. „გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძლედება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

მეტი...

რუსეთი 400 000 „მოხალისეს“ ვერ აიყვანს, ხალხი იძულებული გახდება ჯარში გაწევრიანდეს – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის შეფასებით,  რუსეთი ვერ შეძლებს ჯარში ნებაყოფლობით 400 000 ადამიანის გაწვევას. კრემლი ძირითადი სამხედრო რეკრუტირების კამპანიის დასაწყებად, დამატებითი 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის ასაყვანად ემზადება. ,,რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს, როგორც მოხალისე, პროფესიონალი პერსონალისკენ სწრაფვას და არა ახალ, სავალდებულო მობილიზაციას. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში ეს განსხვავება ბუნდოვანი იყოს და რეგიონული ხელისუფლება შეეცდება დააკმაყოფილოს მათ მიერ გამოყოფილი რეკრუტირება. სამიზნეები მამაკაცების შეერთების იძულებით“,- იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვის ინფორმაციაში.    

მეტი...

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,1 აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა, ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება, ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება. ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის – „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა. 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი…

მეტი...

უკრაინის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

29 მარტს  უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 5 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა, განახორციელა 34 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან. მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავისა და დონეცკის ოლქის დრუჟკოვკას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მათზე მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 მარტს, რუსეთის ძალებმა რეგიონი 45-ჯერ დაბომბეს. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 45 შეტევა განახორციელა, 216 ჭურვი ისროლა. ხერსონის რაიონი რუსული ავიაციის, გრადებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყო”, – იტყობინება ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

მეტი...