რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, ჟურნალისტი ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
რუსეთის სპეცსამსახურის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.