სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ გეგერი, სლოვენიის პრემიერ მინისტრი რობერტ გოლობი და ხორვატიის პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ. ისინი ამ მოვლენისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. სლოვაკური გამოცემა Aktuality წერს, რომ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ იაროსლავ ნადთან ერთად ჩავიდა. ისინი კიევში ღამის მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდნენ. ,,ჩვენ გვინდა უკრაინას დავუდასტუროთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა რუსული სამხედრო აგრესიის რთულ პერიოდში სლოვენიის ყოვლისმომცველი დახმარების ფონზე. ჩვენ ასევე გვინდა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა გოლობმა.

მეტი...

,,არასდროს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავეს დავსჯით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ბუჩას რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს. ,,ბუჩა და ბუჩას რაიონი. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1 400-ზე მეტი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში. ომის 9 000 დანაშაულის ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით”,- წერს ზელენსკი.

მეტი...

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ ისევ შეუძლოდ გახდა – კაცი კლინიკაში გადაჰყავთ

სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი  იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ. სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული. წყარო: ”მთავარი არხი”. 65 წლის მამაკაცს 14 წლის მოზარდთან სექსუალური ქმედებისთვის ბრალი წარუდგინეს – მედიაცენტრი მთავარი – MTAVARI (mcm.ge)

მეტი...

რუსეთს სურს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს – მაია სანდუ

,,რუსეთს სურს, გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს,” – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს,  მოლდოვის მთავრობა დაამხოს. „აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, დააყენოს პრორუსული მთავრობა კიშინიოვში, რათა გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც სურს რუსეთს მოლდოვის შემთხვევაში, თუმცა დღეს მოლდოვაში არსებობს თავისი მოქალაქეების მიერ არჩეული დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

მეტი...

,,ანტიკორუფციული ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანების კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს  მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას. ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანების კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად…

მეტი...

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1 პროცენტია. მათივე ცნობით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.  

მეტი...

,,ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად”- პრემიერი

ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. „დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მოვისმენთ ბატონი რაჟდენისგან მის ხედვას, პრეზენტაციას, თუ როგორი სამსახური უნდა შეიქმნას. მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ…

მეტი...

,,კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მოუტანა ანტიკორუფციული მუშაობის  და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. „რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. სულ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ: კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს; კიდევ ერთი ფაქტი მინდა მoვიყვანო – Trace „Bribery Risk Matrix 2022“  თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო გლობალურ რეიტინგში 194 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა; აქვე შეგახსენებთ, რომ …

მეტი...

,,ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”- აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

,,ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან, თუ დამამტკიცებენ,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ,,საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თვალს ვადევნებდი საქართველოში უცხოური გავლენის კანონის მიერ გამოწვეულ პროტესტს, ვფიქრობ, ის ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულნი დასავლეთთან და ევროკავშირთან”.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 173 360 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 173 360 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 173 360; ​ტანკი – 3 615; ჯავშანტექნიკა – 6 977; საარტილერიო სისტემა – 2 675; სარაკეტო სისტემა – 526; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 248; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 521; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 294.

მეტი...

,,ასე იცის უაზრო კანონების მიღებამ! ოჯახური ძალადობა და ფემიციდი არა კვახი”- ლალი მოროშკინა

,,ასე იცის უაზრო კანონების მიღებამ!ოჯახური ძალადობა და ფემიციდი არა კვახი!მორჩით ამ “ენჯეოშნიკურ” როკვას,”- ამის შესახებ ჟურნალისტი და პიარ ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს. „ეს კვაზი ამორძალები რამდენს ბედავენ!გადაავსეს ციხეები ვითომ მოძალადე კაცებით,ირჩევენ სამიზნეს დაორკესტრირებულად ანადგურებენ.რას გავხართ, რას?ყველა უღირსმა მეძავმა ხმა ამოიღო.ჩემი თაობის მამაკაცები ომმა და წამალმა შეიწირა, ჩემი შვილების თაობას სამ გროშიანი კიკუების მდედრიონი ანადგურებს!ასე იცის უაზრო კანონების მიღებამ!ოჯახური ძალადობა და ფემიციდი არა კვახი!მორჩით ამ “ენჯეოშნიკურ” როკვას. ერთი-ორი ნაგავი, იმ “მოლოტოვმტყორცნელის” არ იყოს, ყველგანაა! ნუ აკნინებთ ერს! ისედაც იმატა მომტირალი, მობუზული კაცების რაოდენობამ და ეს თქვენი ბრალია!საქართველო ღირსეული ვაჟკაცების…

მეტი...

,,არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას”- ნინო ნადირაძე

,,კატეგორიულად გამორიცხულია მოწამვლა. არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი მუდმივად იწარმოება „ჩვენ ოღონდ პაციენტის ინტერესები არ დავაზარალოთ და არ გავაფუჭოთ საქმე ამას ვყლაპავთ. ოღონდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, მე არ ვიცი. თანაც, ფაქტობრივად, ვაზიანებთ ჩვენ მის მდგომარეობას, რადგან მას გარანტირებულად აქვს ის, რომც არ შეჭამოს, რომც ისეთი საქციელები ჩაიდინოს, რაც მის ჯანმრთელობას ვნებს, იცის, რომ ჩვენ მის მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. ცილა თუ დაიკლებს უნდა შევავსოთ, კალიუმი თუ…

მეტი...

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშს-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. დეპარტამენტი გმობს რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის დაკავებას. „მკაცრად ვგმობთ რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,31 მარტის რეფერენდუმი ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას” – პრემიერი

31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ,,ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას,”- წერს პრემიერი. მთავრობის…

მეტი...

პარლამენტში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ,,31 მარტს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.  აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 21 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ,,კრაკოვის ევროპულ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის წარმომადგენელი სპორტსმენები არ იქნებიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად დიპლომატიური პროცედურებისა, რომელიც ახლა ჩნდება”, – განაცხადა ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარსინ ნოვაკმა.  

მეტი...

,,ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად”- ზელენსკი

,,ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა შემდეგი ნაბიჯებისთვის ემზადება. „მე-400​ დღე, ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვის მე-400​ დღე. ის, რაც ჩვენ გავიარეთ, არის კოლოსალური გზა, ყველამ ერთად, ყველამ, ვინც იბრძოდა და იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარებოდა და გვეხმარება ლოჯისტიკურად, ვინც აძლიერებდა და ახლაც გვეხმარება უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში. უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც. ამ სიტყვების უკან კოლოსალური ძალისხმევაა. ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად. მადლობა თითოეულ უკრაინელს. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ”- ნადირაძე სააკაშვილზე

,,ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა მისი თქმით, მკურნალობის ის სქემა, რომელსაც სააკაშვილს სთავაზობენ, მისი მხრიდან უგულებელყოფილია. „როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია – ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით, რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ  „იმედი LIVE“-ში.

მეტი...

,,კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს”- დონალდ ტრამპი

,,ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს,” – ასე ეხმაურება აშშ-ს  ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას. „ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.       ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო

მეტი...

ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახა, ყველა დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რომელიც საჰაერო სადესანტო დივიზიას ეკუთვნოდა. დაიღუპა  9 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შეჯახება სამხედრო წვრთნებისას მოხდა.  

მეტი...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავეა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო, რითაც პრეზიდენტისთვის აა საქმეში ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. გამოძიება, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ეხებოდა პორნოვარსკვლავთან ურთიერთობას. კერძოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას, რომ მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დაემალა. თავად ტრამპი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი სს საქმეშ დამნაშავედ ცნეს და ბრალს წარუდგენენ.  

მეტი...

„პრიორიტეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება“ – აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, რობინ დანიგანის განცხადებით, ის მაქსიმალურად იმუშავებს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რომ ქვეყანა ევროკავშირის და  ნატო-ს წევრი გახდეს. ელჩობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში, მას ოთხი პრიორიტეტი ექნება. „ ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  მეორე – ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, განახორციელონ ევროკავშირთან, ნატო-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციის სურვილი და დემოკრატიული მომავლის წინსვლა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო, რომელსაც…

მეტი...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ფედერაცია დატოვონ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ჯაშუშობისთვის დაკავებულ ა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის  საქმესაც ეხება და რუსეთში მის დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს. „ღრმად ვართ შეშფოთებულები რუსეთში აშშ-ის მოქალაქის, ჟურნალისტის დაკავებით. კონტაქტზე ვიმყოფებით Wall Street Journal-თან. დაუყოვნებლივ ვითხოვთ წვდომას საკონსულოსთან და ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო დახმარება. მკაცრად ვგმობთ კრემლის მცდელობას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების, რეპრესიებისა და დასჯის შესახებ. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის მოქალაქეებისთვის საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ…

მეტი...

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...

65 წლის მამაკაცს 14 წლის მოზარდთან სექსუალური ქმედებისთვის ბრალი წარუდგინეს

 საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ, მისი უმწეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის…

მეტი...

„თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა“ – თენგიზ  ცერცვაძე „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“

„რამდენადაც ვიცი, არის არქიტექტორების, კონსტრუქტორებისა და დარგის ექსპერტების დასკვნა, რომ თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა“  -აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, თუ ახალი არ აშენდა, არსებული საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. „2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება საერთაშორისო – ევროპული და ამერიკული – სტანდარტების დაკმაყოფილება. ახალი რომ არ აშენდეს, რა გამოვა?! დავაწესებთ საერთაშორისო სტანდარტებს და რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება ძველი სტანდარტების მიხედვით მომუშავე კლინიკა? ასე ვერ იქნება“, – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე განმარტებით, მიმდინარე…

მეტი...

„რესპუბლიკური საავადმყოფოს ამორტიზების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მისივე შეფასებით საავადმყოფო ამორტიზებულია და მისი მხოლოდ 15%-ია ათვისებული. „სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, „რესპუბლიკურის“ შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“ – აცხადებს ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, კლინიკა სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს. „იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო „რესპუბლიკური საავადმყოფო“, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ…

მეტი...

„ჩინეთი იყენებს პუტინის სისუსტეს რუსეთზე გეოპოლიტიკური გავლენის გასაზრდელად“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის პოზიცია გადამწყვეტი იქნება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ჩინეთი იყენებს პუტინის სისუსტეს, რუსეთზე  გეოპოლიტიკური გავლენის გაsარდელად. „ეს კი იწვევს ძალაუფლების ბალანსის შეცვლას ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის. ჩინეთის როლი უკრაინის ომში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას. ჩინეთმა გვერდი აუარა რეფორმების ეპოქას და გადადის უსაფრთხოებისა და კონტროლის ახალ ეპოქაში“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზანი გამოკვეთილია და ეს არის საერთაშორისო წესრიგის სისტემური ცვლილება, რომლის ცენტრშიც ჩინეთია. „მისი გადაწყვეტილებაა ხელი შეუწყოს მსოფლიო წესრიგის…

მეტი...

„ეს რა დაგვემართა, რამ აგვარჩევინა ქალბატონი სალომეო“ – იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უადგილოა გიორგი ვაშაძის განცხადება პრეზიდენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტმა ყველას უნდა დაანახოს, რომ მის უფლებამოსილებას სრულად იყენებს და ანგარიშს არ უწევს მათ, ვინც მოთქვამს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ უნდა აერიათ. „ახია მათზე, ახია „ქართულ ოცნებაზე“ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ ის, სანამდეც მიიყვანეს მდგომარეობა, რომ მოახერხეს ქალბატონი სალომეც აღეშფოთებინათ და მწყობრიდან გამოეყვანათ. ხვალ ვაპირებ მასთან საუბარს და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით ქალბატონი სალომეს ადგილას. ალბათ უნდა ვთხოვოთ პრეზიდენტს, რომ საკუთარი პრეზიდენტობის ვადის ბოლო წელს მაინც…

მეტი...

„ტარიფები რჩება უცვლელად, ზრდა არ იქნება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფების ცვლილება არ იგეგმება. როგორც ნარმანიამ „მედიცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ამ ეტაპზე, არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს, ტარიფების ნაწილში ცვლილება მოხდეს. „ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 58 პირი დააკავა, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 58 პირი დააკავა, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია. ამის შესახები ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, კახეთის პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების  თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,    ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31  ნარკორეალიზატორია. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ  ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები…

მეტი...

,,საჩუქარი პუტინს”- ჩეხეთიდან უკრაინაში 15 საჰაერო თავდაცვის სისტემა გაგზავნეს

ჩეხეთმა უკრაინაში  15 მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ,,ჩეხური ინიციატივა “საჩუქარი პუტინს” უკრაინაში 15 MR-2 Viktor-ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას აგზავნის. ჩეხმა ხალხმა მოახერხა 3,75 მილიონი ევროს შეგროვება შეიარაღებისთვის”, – ნათქვამია კამპანიის განცხადებაში, რომელიც ”ტვიტერზე” ვრცელდება.

მეტი...

,,დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები” – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მასმედიის საშუალებებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ,,ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება – 7 აპრილს, ბზობა – 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის…

მეტი...

,,უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა დამპყრობლურმა ომმა უდანაშაულო ხალხს არნახული ტანჯვა მოუტანა”- ჩარლზ III

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა დამპყრობლურმა ომმა უდანაშაულო ხალხს არნახული ტანჯვა მოუტანა,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ომის უბედურება დაბრუნდა ევროპაში, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა დამპყრობლურმა ომმა უდანაშაულო ხალხს არნახული ტანჯვა მოუტანა. ევროპის უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მსოფლიო განზე არ მდგარა“, – აღნიშნავს ჩარლზ III.

მეტი...

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული 63 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული 63 წლის კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, კაცს სავარაუდოდ, გულის შეტევა აქვს. ცნობისთვის, 63 წლის კაცს 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან.   ,,მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო”- 15 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა”- გიორგი ვაშაძე

,,ვფიქრობ, ხვალ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს და პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას არ დაესწრება. ,,ალბათ, არ დავესწრები ამ სხდომას, დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება მაქვს. ისეთი წესები გააკეთეს, მე გამოსვლის უფლება არ მექნება და მოსმენით ტელევიზიითაც მოვუსმენთ. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...