,,ვერ მი­ი­ღებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვენ მი­ტა­ნილ „ყიყლი­ყოს“, სა­ცი­ვს ვერ შე­ჭამს”- გიორგი ჩალაძე

,,სააკაშვილს რომ შე­ვუ­ტა­ნოთ სა­ცი­ვი, ვერ შე­ჭამს. უბ­რა­ლოდ, რას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ცი­ვის იქამ­დე მი­ტა­ნა? ისევ უკან უნდა გა­მო­ი­ტა­ნო, ვერ ჭამს ამ საჭ­მელს,”- ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოჯახს ის საკვები მიაქვს, რომლის მიღებაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს.

,,ოჯახს მი­აქვს სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით შერ­ჩე­უ­ლი საკ­ვე­ბი, რომ­ლის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს. ასე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც მი­ვი­ტა­ნოთ, მაგ­რამ შე­უ­ტა­ნენ ამ ტე­ლე­ფონს? ზუს­ტად ასეა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­უ­ტა­ნენ და ვერ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვენ მი­ტა­ნილ „ყიყლი­ყოს“, ასე ვერ შე­ჭამს იმ საჭ­მელს, რო­მელ­საც ვერ ჭამს. მას რომ შე­ვუ­ტა­ნოთ სა­ცი­ვი, ვერ შე­ჭამს. უბ­რა­ლოდ, რას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ცი­ვის იქამ­დე მი­ტა­ნა? ისევ უკან უნდა გა­მო­ი­ტა­ნო, ვერ ჭამს ამ საჭ­მელს. ამა­ზე ხაზს ვუს­ვამ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, რად­გან თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს ოჯახს საჭ­მე­ლი მი­უ­ტა­ნოს, სა­ერ­თოდ, რა­ზეა ლა­პა­რა­კი. პრე­ზი­დენ­ტი რომ ვერ ჭამს, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მა­გარ დას­კვნა­ში. ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი, მათ შო­რის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი წერს, რომ ის არის მძი­მე მე­ტა­ლე­ბით მო­წამ­ლუ­ლი, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვერ მი­ი­ღებს საკ­ვებს, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა დე­ტოქ­სი­კა­ცია“, – გა­ნა­ცხა­და ჩა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“.

მსგავსი თემები