ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების ვიზიტი დღესაა დაგეგმილი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან დღეს შევლენ.

„ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია, ეს მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დელებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა იოსელიანმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი თემები