,,უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს”- გიული ალასანია

,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მზად არის, რომ საქმე სტრასბურგში გასაჩივრდეს.

„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან გამოცდილება ურთიერთობის არ მქონია და იმედია არასდროს აღარ მექნება. მე ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. აი, ეს ზუსტად ვიცი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები