უკრაინის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

29 მარტს  უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 5 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა, განახორციელა 34 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავისა და დონეცკის ოლქის დრუჟკოვკას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მათზე მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა.

მსგავსი თემები