,,ეძებდნენ მიზეზს დევნის დაწყებისთვის, რამდენიც არ უნდა ქექოთ, ვერასდროს ნახავთ რაიმე მიზეზს”- სალომე სამადაშვილი

,,რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს,”- ამის შესახებ ,,ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა  თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელიც ნახატის დაკარგვას შეეხებოდა.

„საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სექტემბერში წულუკიანმა დამადანაშაულა, რომ ბრიუსელში, ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ნახატი დაიკარგა. მან ბრალი დამდო, რომ ნახატის დაკარგვა დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. კულტურის სამინისტროსგან ინფორმაცია გამოვითხოვე და წულუკიანი ვალდებული იყო, ჩემთვის ორ კვირაში გაეცა პასუხი, თუმცა პასუხი მოვიდა ექვსი თვის შემდეგ, მეორედ მიმართვის შემდეგ. მისი წერილიდან ვადგენთ – ნახატი, რომელზეც საუბარია, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და მე სამინისტროს წლების შემდეგ ვაცნობე, რომ ნახატს არ ჰქონდა ავტორის ხელმოწერა, რომელსაც ერქვა, რომ იყო კალანდაძის ნახატი. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სამინისტროს. არ ვიცი, წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ 1993 წელს პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ ბრიუსელში ელჩი ზურაბ აბაშიძე იყო. თუ წულუკიანს ამ ნახატის ბედი აინტერესებს, ვურჩევ, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდეს და ჰკითხოს – 1993 წლიდან 2 000 წლამდე, როცა მან ეს ნახატები ჩაიტანა, რა დატოვა საელჩოში, რა იყო ბალანსზე. რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს. თეა წულუკიანი კი არის რამდენჯერმე დამნაშავე „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებული სასამართლოს მიერაც კი თანამშრომლების უსაფუძვლოდ გათავისუფლებისთვის და ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯფება ჯარიმების გასტუმრება. არაფერს ვამბობ ქართველი ხალხის განადგურებულ საუნჯეზე – გელათზე. აუცილებლად დადგება დრო, როცა პროკურატურა მისი საქმიანობით დაინტერესდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები