,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე”- იაგო ხვიჩია

,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე, ამის პრობლემა არ არის. ალბათ ხვალ მსგავსი რაღაცები იქნება,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში ხვალ დაგეგმილ სალომე ზურაბიშვილის  გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  პრეზიდენტისგან საგარეო კურსთან დაკავშირებით ელოდება მოსაზრებებს.

„ცხადია, რომ გაუთვალისწინებელი სიურპრიზებიც იქნება. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავისი თამაშით ითამაშოს და საზოგადოებას აჩვენოს, მისი აზრით რა არის სწორი და რა არასწორი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები