,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა პირველი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- კულება

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას.

კულებას თქმით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია.

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის აწარმოებს კოლონიალურ ომს; მისი ლიდერი არის ომის დამნაშავე, რომელიც იძებნება ICC-ის მიერ ბავშვების გატაცებისთვის. მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“,- წერს დმიტრო კულება. 

მსგავსი თემები