,,შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი” – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, არ ახსენდება ”არც ერთი „ენჯეოს“, ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადება, როცა სალომე ზურაბიშვილზე ხდებოდა ფაშისტური შეტევა”.

,,მთავარია არავის არ ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ რას, თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს. არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინაცია ჩვენ არასდროს გვინახავს”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები