,,დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები”- თეიმურაზ კუპატაძე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში, ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირია დაკავებული.

„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძლედება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

მსგავსი თემები