2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, გარდაიცვალა 49 118 ადამიანი – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 897 ბიჭი და  20 422 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.

2022 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი)

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა და 49 118 შეადგინა.

მსგავსი თემები