„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, იციან, რომ დარჩებიან წაგებულები”- კობახიძე სააკაშვილის საქმეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები