ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ომისთვის ემზადება – მედია

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ომისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა.

როგორც მედია წერს, ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა ახალი სამხედრო მზადყოფნის შესახებ კანონები, ახალი საჰაერო თავშესაფრები ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი “ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის” ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2 პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

მსგავსი თემები