რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 მარტს, რუსეთის ძალებმა რეგიონი 45-ჯერ დაბომბეს.

დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 45 შეტევა განახორციელა, 216 ჭურვი ისროლა. ხერსონის რაიონი რუსული ავიაციის, გრადებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყო”, – იტყობინება ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები