სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა.

როგორც თურქული მედია იტყობინება, მამაკაცის ქურთუკზე პათოლოგიური შეშუპება შენიშნეს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც 250 კუ იყო მოთავსებული.

კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.

მსგავსი თემები