,,ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით”- მამუკა მდინარაძე

,,ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით,”-  ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,მათი (ოპოზიციის) გეგმაა კანდიდატის სტატუსის არ მიღება და ვერ მიღება, ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, რეკომენდაციების შესრულებით და ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და თუკი ისევ პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიმართ, ამასაც დაინახავს ქართული საზოგადოება და ვისი წვლილი იქნება ამაში, ამასაც კარგად ნახავენ”,- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.

მსგავსი თემები