რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე – მამუკა მდინარაძე

,,რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე,”-   ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა კითხვას  რა მოლოდინები აქვს პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით.

,,არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი, ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის, ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები