რუსეთმა ომში დაახლოებით 172 900 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 172 900 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 172 900; ​ტანკი – 3 610; ჯავშანტექნიკა – 6 974; საარტილერიო სისტემა – 2 671; სარაკეტო სისტემა – 526; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 239; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 518; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 291.  

მეტი...

ფილიპინებში,სამგზავრო ბორანზე ხანძარმა სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთში ღამით სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა,  სულ მცირე შვიდი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. NYT-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გემიდან ხუთშაბათის დილის მდგომარეობით, გადაარჩინეს 233 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 35 წევრი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. „დღეის მდგომარეობით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. წლის ბოლომდე, დაგეგმილი გვაქვს ორი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ლანჩხუთის და ერთის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს საშეშე მერქანი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. ეროვნული სატყეო…

მეტი...

რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე). მათივე ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მეტი...

რუსეთში გაზსადენი აფეთქდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ სვერდლოვსკის ოლქში იამბურგ-იელეცის მაგისტრალურ გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადგილზე აფეთქებების შესახებაც. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

გორში მასწავლებელმა 14 წლის ბავშვს სცემა

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში პედაგოგმა 14 წლის ბავშვს სცემა. მასწავლებლის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

მეტი...

,,იმ ადამიანებს, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი”- ნინო წილოსანი

ისტორიას დარჩება ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი წერს. წილოსანის თქმით, იმ ადამიანებს, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ თვლის. ,,ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს “როსატომის” მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. ,,შესაძლოა, პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ”, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ამასთან, სპეცოპერაცია  საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.

მეტი...

რომის პაპი კლინიკაშია მოთავსებული

რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს. პაპს ფილტვების ინფექცია დაუდგინდა. ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს COVID-19 არ დაუდგინდა, თუმცა, მისი მდგომარეობა გართულდა.  

მეტი...

პოლიციელისთვის ქვების სროლასა და ცეცხლის წაკიდებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

7, 8, 9 მარტს პარლამენტის შენობის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს, საუბარია პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და ქვების სროლაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე…

მეტი...

„2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“ – თამარ გაბუნია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში, 2015 წლიდან, ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შექმნის დღიდან, მკურნალობაში ჩაერთო 81,184 ადამიანი, აქედან, უკვე განიკურნა 56772 პაციენტი. „თუ, 2015 წელს, დაავადების მაჩვენებელი, მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წელს,  შემცირდა 1.8% მდე,  ანუ 67%-ით. ეს იყო მართლაც გარდამტეხი პროგრამა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. თამარ გაბუნიას განმარტებით, წლიდან წლამდე, იზრდება პროგრამის ბიუჯეტი, რადგან მიზნობრივი პროგრამებისა და…

მეტი...

63 წლის მამაკაცს 15 წლის გოგოზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება  

სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული 63 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. სამართალდამცველებმა ის უკვე დაკითხეს. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი საკუთარმა შვილმა ამხილა. რაც შეეხება 15 წლის მოზარდს,  რომელიც მისი მეგობრის შვილი და თან მეზობელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, სადაც ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მამაკაცს და 15 წლის მოზარდს ფარდულში 63 წლის მამაკაცის ქალიშვილმა შეუსწრო და პოლიციაში დარეკა. მამაკაცი აცხადებს, რომ  მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა არ განუხორციელებია. მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვნის მიმართ 63 წლის მამაკაცი სავარაუდოდ სისტემატიურად ძალადობდა.  

მეტი...

გერმანია უკრაინას 12 მილიარდის შეიარაღებით დაეხმარება

გერმანია ომში მყოფ უკრაინას მორიგ დახმარებას სთავაზობს. ამჯერად საუბარია 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე. „მორიგი დახმარებით უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირი გზით შეძენას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მანა ექნება, სანამ ეს საჭირო და აუცილებელი იქნება“ – აცხადებს გერმანული მხარე. დღემდე გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 15 მილიონ ევრომდე ღირებულების დახმარება გაუწია.

მეტი...

,,გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას”- რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ,,უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე“, – განაცხადა რეზნიკოვმა. მისივე თქმით,  წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.    

მეტი...

,,ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის”- სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეხვდა. მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, პარლამენტის წევრმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  „ევროპის საბჭოს დასკვნებს, მის შეფასებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის მხრიდან შეფასების გაკეთება ჰქვია თუ რამდენად  სრულდება 12-პუნქტიანი მოთხოვნები. ჩვენ, ხელისუფლების მიერ შესრულებულ პროცესს, ნეგატიურად ვაფასებთ ანუ დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა დიდი დარტყმა იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბარი შეეხო ერთი მხრივ, რა ბერკეტებით არის შესაძლებელი, რომ ზეწოლა გაძლიერდეს დღევანდელ ხელისუფლებაზე და…

მეტი...

,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება “სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს”. ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მან ასევე დაუკავშირა საქართველოში მარტის საპროტესტო აქციები დასავლეთის სურვილს “შეარყიოს ვითარება” ქვეყანაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან. ,,დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, ორი ქვეყნის, რომლებიც ერთი ისტორიით და კულტურით არიან გაერთიანებულები და მილიონობით ადამიანის ბედია გადაჯაჭვული, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს”,- განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

მეტი...

,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი არის შეხსენება, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერი. „მინდა, საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისთვის და კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწვევისთვის, წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე,…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში”- სალომე ზურაბიშვილი

,,ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში. ,,საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდადაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება,…

მეტი...

რუსები პუტინის გარშემო უნდა გაერთიანდნენ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „მტრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ დიდხანს გაგრძელდება, ამიტომ რუსებს „ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანება“ სჭირდებათ. ,,თუ გულისხმობთ ომს ფართო კონტექსტში – დაპირისპირებას მტრულ სახელმწიფოებთან, არამეგობრულ ქვეყნებთან, ამ ჰიბრიდულ ომს, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. აქ კი ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება – ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს  – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ,,ლეოპარდის ტანკებს ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი  ყველაზე შესაფერისი მომენტი. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე.გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ”,- აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს”- მირჩა ჯოანა

,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს არ გააჩნია საჭირო რესურსი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის ასაშენებლად. ,,მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის რესპუბლიკაზე მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმის რისკს. ძალიან მარტივი მიზეზების გამო: მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად,”- განაცხადა ჯოანამ. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებით. ეს მოიცავს აქციებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

მეტი...

მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება, რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი”- გიული ალასანია

,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის სულ უფრო და უფრო სუსტადაა. ,,სულ უფრო და უფრო სუსტადაა. აი ასეა მოხრილი, ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი. ელოდება იმ ექიმებს და ძალიან უცნაურად ეჩვენება, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. გამოკეტილი ადამიანი, უყურებს უკრაინას და გული უსკდება, რომ იქ ასეთი ადამიანი ხდება და ეს აქ არის გამოკეტილი ამდენი ხანი და თანაც ასეთ მდგომარეობაში, საერთოდ…

მეტი...

,,მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო”- 15 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი და 63 წლის კაცი მეზობლები არიან. ,,თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და…

მეტი...

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ირაკლი კობახიძე

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შალვა რამიშვილის მიმართ ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, დავით კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა. ,,რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,რატომ არ იკეთებს გადასხმას?”- მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

,,კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს,”-  ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,1% დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს. არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს. ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მაგრამ ვთქვათ ნაცმოძრაობის აქტივისტი ხარ და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა. კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას – რატომ…

მეტი...

მოსავალი ფუჭდება, დასაწყობებულ ხორბალს ტილი უჩნდება – ნიკოლოზ ბენიაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან. დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. ამას ემატება ახალი მოსავალი, რომელიც 2 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა, რადგანაც საწყობები გადავსებულია არც ის იციან, სად წაიღონ ახალი მოსავალი. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა. „მოსავალი ფუჭდება. გაფუჭება ერთია და მეორეა ახალი მოსავალი, რომელსაც 2 თვეში ველოდებით. საწყობები თუ არ დაიცალა და არსებული ხორბალი არ გაიყიდა, ახალი მოსავლისთვის საწყობიც არ არსებობს. ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში, ხორბალი…

მეტი...

,,ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე”- ირაკლი კობახიძე

,,ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი. POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო “მთავარ არხს”, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს, რა თქმა…

მეტი...

„არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს”- ირაკლი კობახიძე

,,სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვანაირად იმოქმედოს. „არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის“, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიღებულ საკვებს და ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. ამიტომ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

დეპუტატი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

აზერბაიჯანში დეპუტატი ფაზილ მუსტაფა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. დეპუტატს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყებული. დეპუტატს ტყვიები მხარსა და ფეხში მოხვდა. ოჯახის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში.  გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება პროცედურების გაგრძელებაზე”- ზურაბ ჩხაიძე

,,ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე“, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო პროცედურებზე უარს ამბობს. „ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გუშინაც იყო რაღაც არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. უკვე ძალიან დამღლელი თემა გახდა  ყოველდღიურად ამის გაშუქება, კვება, მიღება, არმიღება, ვერმიღება. რა თქმა უნდა, იღებს საკვებს  მცირე რაოდენობით და მისთვის სასურველ საკვებს. ჩვენს შეთავაზებულ დიეტაზე ისევ უარს აცხადებენ და არ მიაქვთ ის შეთავაზებული, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა, მაგრამ  ყველაზე მეტად…

მეტი...

,,აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა”- ნიკა გილაურის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება. საუბარია თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, სადაც  ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან. „ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ – გუშინ საღამოს ჩემ შესახებ ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად…

მეტი...

,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კონსერვატორია”- თაკო ჩარკვიანი

,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კი, კონსერვატორია,”– ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, ” ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედიან და სახლებიდან ხალხი გამოჰყავთ, იქ მუშაობდა”. „ალბათ, საკუთარ თავზე საუბრობს ნიკანორ მელია. ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა,  გააჩერა პარტია. ზუსტად იმ სქემის ნაწილია. კითხვებს რომ ვსვამდით, რატომ გააჩერა ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავინ შემეწინააღმდეგება, რომ სტაგნაციური იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე ხატია დეკანოიძე გუშინწინ წავიდა, რაღაც პრეტენზიები განაცხადა. გუშინწინ შეიტყო, რომ ვანო მერაბიშვილი…

მეტი...