,,ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან”- ლევან იოსელიანი

,,ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ომბუდსმენმა უპასუხა კითხვას ხედავს თუ არა ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის ბრალეულობას.

„ბრალეულობის საკითხს ჩვენ არ ვიხილავთ, ჩვენ ვიკვლევთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდოდ მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი თემები