სავარაუდო ძალადობა მე-7 კლასელზე – ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

მასწავლებლის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

 

წყარო: ”მთავარი არხი”

მსგავსი თემები