კაცი, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, დააკავეს

კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, ძაღლს სანადირო თოფიდან გასროლილი ორი ტყვიით მიაყენეს დაზიანებები. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მსგავსი თემები