31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.4 მილიარდი ლარია

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგებმა კი, 856.7 მილიონი ლარი შეადგინა.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 477 ათასი ადამიანია.

“საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთი მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ, კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.

პორტფელების მიხედვით, დეკემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.17%; დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.39%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.30%; დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.46%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.37%”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები