აქციის ორგანიზატორები ნატა ფერაძის დაკავებას მოითხოვენ

აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტიდან მსვლელობით თაბუკაშვილის განყოფილებამდე მივიდნენ. მათ პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, რომ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ის დააკაონ.

ახლა ისინი მიემართებიან საპატრიარქოსთან. როგორც თავად ამბობენ, ისინი პატრიაქრს მიულოცავენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამის შემდეგ კი გააგრძელებენ გზას მსვლელობით სამების ტაძრისკენ, სადაც მივლენ იმ ხატთან, რომლის ირგვლივაც აჟიოტაჟი ატყდა და მოილოცავენ ხატს.

მსგავსი თემები