გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულები არიან 35 და 40 წლის მამაკაცები. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ. დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გამოძიება.

მსგავსი თემები