ფოთის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტერი 85 000 ლარის მითვისებაშია ბრალდებული

ფოთის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტერი დარეჯან ზუხბაია 85 000 ლარის მითვისებაშია ბრალდებული. ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აუდიტის სამსახურმა დევნილთა პოლიკლინიკა შეამოწმა და დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების მიუხედავად ბუღალტერი სამსახურებრივ მოვალეობას კიდევ ერთი წელი ასრულებდა. მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაკონტროლებლის შესვლის შემდეგ დადგა.

ერთ-ერთი ვერსიით, დევნილთ პოლიკლინიკაში აუდიტის სამსახურის შესვლის შემდეგ ბუღალტერი დარეჯან ზუხბაია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით გაიქცა და თავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფარებდა. ფაქტს ოჯახის ახლობელი არ ადასტურებს.

85 000 ლარის დაკარგვა შესამჩნევი, ერთი წლის შემდგომ, მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის გახდა, ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ საქმეში ჩართული იყვნენ სხვა პირებიც.

დარეჯან ზუხბაია დღეს თავისუფალია, მან საპატიმრო საპროცესო შეთანხმების შედეგად, მალევე დატოვა.

მსგავსი თემები