გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში კონტეინერიდან ტოქსიკური აირის გაჟონვის გამო 25 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კონსტანცში ქიმიურ ქარხანაში კონტეინერიდან ტოქსიკურმა აირმა გაჟონა, რის გამოც 25 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.

ინციდენტი მოხდა ქარხანაში, რომელიც ხილის დასამუშავებელ ხსნარებს ამზადებს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ტემპერატურის ზრდამ ქიმიური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც მაღალტოქსიკურმა აირებმა ქარხნის სარდაფში შენახული კონტეინერიდან გაჟონა.

ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაჟონვის ფაქტი მალევე დააფიქსირა და კონტეინერი ქარხნის ფარგლებს გარეთ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაიტანა. მიუხედავად ამისა, 25 ადამიანი სასუნთქი გზების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა.

მსგავსი თემები