,,არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი” – რუსთაველზე ,,რადიკალების” აქცია იწყება

სტალინის გამოსახულებიანი ხატის დასაცავად, ,,რადიკალური მოძრაობის წევრები” რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. კოკა მორგოშია და აქციის ორგანიზატორები ცოტა ხანში მიმართავენ ხელისუფლებას და დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს და თავიანთ გეგმას გააჟღერებენ.

,,აუცილებლად, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 166-ე მუხლი საერთოდ არ გამოხატავს ქართველი მოქალაქეების ნებას. აუცილებლად სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს ნატა ფერაძე და საქართველომ უნდა ნახოს მყარი და პრინციპული სახელმწიფოს პოზიცია. არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს კანონიკურად არასწორია. მაგრამ არასწორია და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც არადეკვატურად მიიღებს ულტრალიბერალური ფლანგი. აღიქვამს, როგორც გამარჯვებას და ამით არაფერი არ შეიცვლება. პირიქით, უფრო ინტენსიური გახდება მათი თავდასხმა დედა ეკლესიაზე. დესტრუქციულ ქმედებებში რომ არ უნდა მიიღოს სასულიერო პირებმაც მონაწილეობა და არც ჩვეულებრივმა სამოქალაქო პირებმა, მაგას ჩვენც ვადასტურებთ. აქ არაფერი დესტრუქცია არ იქნება. ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილის სწორი და კორექტული პროტესტი იქნება”, – ამბობს მორგოშია.

მსგავსი თემები